საერთაშორისო ასპარეზზე 1998 წელს გამოჩნდა, პირველ მატჩში, რომელიც შოტლანდიის წინააღმდეგ იმართებოდა, 18 წლის ქერა ბიჭი ცვლილებაზე არ გამოიყვანეს, თუმცა თამაში ირლანდიის წინააღმდეგ, მომდევნო შეხვედრაში მოუწია. გაგიკვირდებათ, მაგრამ არც 10-ზე, სადაც ყველას გვახსოვს და არც ცენტრში, სადაც ნიუკასლ ფალკონსის რიგებში იმ პერიოდში თამაშობდა, არამედ ფრთაზე. კლივ ვუდვორდმა მაიკ ქეთის ნაცვლად 78-ე წუთზე შეიყვანა.
მაშინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 4 აპრილს ინგლისის და არამხოლოდ ინგლისის, ზოგადად სარაგბო ისტორიის ახალი ფურცელი იშლებოდა.
26 წლის პოლ გრეისონიც, ინგლისის ძირითადი 10 ნომერი, წინა წლის ლომების ტურნეზე ნამყოფი და ტურნირის საუკეთესო მექულე, ნაკლებად თუ იფიქრებდა, რომ სულ რაღაც 3 წლის დაწყებული საერთაშორისო კარიერის დარჩენილ ნაწილს (6 წელს) ახალგაზრდა ვილკინსონის ჩრდილში გაატარებდა.
ასე შედგა მცირე დებიუტი ნაკრებში. კლუბში დაბრუნებულმა ნიუკასლ ფალკონზს პრემიერშიფის პირველი ტიტული მოაგებინა.
ისევ ინგლისის ნაკრები და “ჯოჯოხეთის ტური”. ვუდვორდის ახალგაზრდული, გუნდი სადაც პირველი ოფცია 10 ნომერზე ვილკინსონი გახლდათ 7 მატჩიანი ტურისთვის სამხრეთ ნახევარსფეროს მიადგა, განადგურდნენ. სკოლა სულ რაღაც ახალდამთავრებული ჰქონდა, 19 წლის რამდენიმე კვირის წინ შესრულდა და სამხრეთულ ჯოჯოხეთში ამოყო თავი ინგლისის ისტორიაში ყველაზე დიდი მარცხი იწვნიეს 76-0 ავსტრალიამ გაილაღა – “ცრემლიანმა მამაჩემს დავურეკე, იცდიდა როდის მოვრჩებოდი ტირილს და შემდეგ დამამშვიდა, გამამხნევა და მითხრა, რომ იმედგაცრუებას არ უნდა ეჯობნა ჩემთვის, პირიქით მეორე დღეს უფრო ძლიერი შევხვედროდი”
ჯამში ამ ტურზე ინგლისი გათელეს, 32 გატანილი და 198 გაშვებული ქულით სახლში დაბრუნდენ. ალბათ სწორედ ამან გამოჭედა ფალკონზის 19 წლის მგეზავი “ვალირიული ფოლადივით”. ისწავლა, გაძლიერდა და უფრო მყარად დადგა ფეხზე – “ეს ერთი დიდი აგური იყო ჩემს ცხოვრებაში, გავნადგურდით ბევრად უკეთესი გუნდების მიერ, მაგრამ ვისწავლეთ თუ რა გვჭირდებოდა იმისათვის, რომ საუკეთესოები გავმხდარიყავით”.
ვილკინსონი საკვანძო ფიგურად ჩამოყალიბდა, მომთხოვნი, მსწავლელი და დაუნდობელი საკუთარი განვითარების გზაზე.
მომდევნო, 1999 წელს პირველი მსოფლიო ითამაშა. ფაქტობრივად სახლში თამაშობდნენ, ნომინალურად უელსმა უმასპინძლა, თუმცა რეალურად თამაშები ხუთი ერის ყველა ქვეყანაზე გადანაწილდა – უელსი, ინგლისი, საფრანგეთი, შოტლანდია და ირლანდია.
ინგლისმა ტურნირი მეოთხედფინალში დაასრულა. იქამდე კი ჯონიმ მსოფლიოს დებიუტზე ლელოს 6 გარდასახვა და 5 ჯარიმა დაამატა იტალიის წინააღმდეგ. ბავშვებში მისი საფირმო დგომა და მომზადება დარტყმის წინ მისაბაძი გახდა, ეპიდემიასავით მოედო. დარტყმის სწავლას რომ იწყებდი მასავით დგებოდი და ცდილობდი მიგებაძა, გამორჩეულ დგომს ხომ გამორჩეული სიზუსტეც თან ახლდა ვილკინსონის შემთხვევაში.
ჯგუფში კარგი სტარტი ზელანდიასთან მარცხით გაგრძელდა, ლომუ, მერტენსი და კამპანია მეორე მხრიდან კი ისევ ვილკინსონი – ოქრის ფეხი, გარდასახვა და 3 ჯარიმა 16-30.
მეორე ადგილი და პლეიოფში სამხრეთ აფრიკა – ვესტჰუიზენის მეთაურობით ლეონარდი, ვენტერები, პერსი მონტგომერი. უძლიერესი შემადგენლობა.
98-ის ჯოჯოხეთისთვის რევანში ვერ შედგა, დაიწყო კიდევ ერთი 4 წლიანი ციკლი.
5 ერი ექვსად გადაიქცა, მომავალ მსოფლიომდე გამართულ 4 ჩემპიონატში 3ჯერ ინგლისმა აწია თასი, ვილკინსონი კი სამივეჯერ საუკეთესო მექულე გახდა. 2003 წელს სრული დომინაცია – გრანდ სლემი, თრიფლ ქრაუნი, კალკუთა. ჯონი კი 77 ქულით პირველ ადგილზე.
მსოფლიოს დროც დადგა, ავსტრალიაში მარტინ ჯონსონის კაპიტნობით გაემგზავრა ვუდვორდის გუნდი. ვილკინსონი გრეისონზე 8 წლით უმცროსი იყო, თუმცა 20 კეპით უსწრებდა უკვე.
“წინა მსოფლიოდან ნაადრევად გამოვარდნა მოტივაციას უფრო მეტად გვაძლევდა”
ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან ერთად იყვნენ, მთავარი საზრუნავი სწორედ ეს იყო. დებიუტანტ საქართველოსთან გაინავარდეს – 84-6, დადგა აფრიკის ჯერიც, ჯგუფში პირველი ადგილისთვის ბრძოლა სწორედ აქ იყო, ფიზიკური მატჩი, მაგრამ ვილკინსონი არ აცილებს, 6-25, ჯონის ანგარიშზე 2 არეკნი, 1 გარდასახვა და 4 ჯარიმაა, ფანტასტიკა. სამოასთან მეტად დაძაბული გამოდგა, მაგრამ პირველობის ხელიდან გაშვებას არ აპირებდა ინგლისი – 35-22.
მეოთხედფინალში უელსი მოინელეს 28-17 არ გაგიკვირდებათ მთავარი ფიგურა რომ ისევ ვილკინსონი იყო. ნახევარფინალში კი 100 წლიანი ომის მცირე რეპრიზა – ინგლისმა 24-7 დაამარცხა 2002 წლის ექვსი ერის ტრიუმფატორი, სრულად ვილკინსონის ანგარიშზეა ოცდაოთხივე ქულა, მორიგი დომინაცია, შემჩერებელი? ჯერჯერობით არავინაა.
ფინალი და მასპინძელთან ჯახი, არ არის მარტივი. ვინ იცის ფსიქოლოგიურად გუნდს რამდენად აქვს 98 წლის ჯოჯოხეთი გადალახული, მაგრამ არა, მენტალურად ეს ბიჭები მყარად იყვნენ, 6 დან 6 მოგებით ფინალში. უკან დასახევი გზა ჩახერგილია. მარტინ ჯონსონი მოედანზე გასვლამდე ტუნელში რომ მოტრიალდა და თვალებში თანაგუნდელებს გახედა, იცოდა, იცოდა რომ ყველა მზად იყო, უსიტყვოდ გაუძღვა არმიას.
ანგარიშს ავსტრალია ხსნის, ლელო. ნაცნობი სურათი, საფირმო დგომა, მაყურებლის დამაყრუებელი ოვაცია 45 მეტრი კარამდე, ვილკინსონი ზუსტია, კიდევ 2ჯერ მოახერხა მაყურებლის დადუმება, რკინის მენტალიტეტი – 5-9 ინგლისი წინ გადის. მძიმე და დაძაბული თამაში, დალალიო ხაზს ჭრის, პასი თეთრების ათიანს და ფრთაზე რაკეტასავით ჩაიქროლა ჯეისონ რობინსონმა, ინგლისი კომფორტულად დაწინაურდა. გრეგანმა გუნდს მოდუნების საშუალება არ მისცა, ავსტრალიამ 9 ქულით გაქცეულ ინგლისს 3 ჯარიმით უპასუხა ელტონ ფლეტლი მე-80 წუთზე ანგარიშს ათანაბრებს, 14-14 დამატებითი დრო.
ექსტრა ტაიმის დანიშვნიდან 2 წუთში ჯონიმ მონაგარს 3 ქულაც შემატა, რასაც ავსტრალიამ 97-ე წუთზე ისევ ფლეტლის ზუსტი დარტყმით უპასუხა, წარმოუდგენელი ფინალი, არაადამიანური გამძლეობა და სუნთქვაშეკრული მაყურებელი.
ამდროს ალბათ იკითხავ რა უნდა მოხდეს მეტი?
როგორც ჩანს სპორტის ღმერთებს კიდევ ქონდათ შემონახული ცოტა, მეტ დოუსონი რაქიდან იპარავს, თითქმის მე-100 წუთზე, 22-ში შევიდნენ, გოლიათი კაპიტანი ერთ დარტყმასაც აკეთებს ჩათრეული 9 ნომრის გამოსათავისუფლებლად, ყველამ იცის, ვილკინსონი არეკნს ამზადებს, ბურთი დოუსონის ხელებს წყდება “ბურთი ვიგრძენი, ძირს ვუშვებ და ეს მომენტი საუკუნოდ გაიწელა” – 20-17, მე-100 წუთი, ამ მომენტში აღარც დაღლა არსებობს, აღარც ტკივილი, დიდად შეიძლება არც ეს ეპიზოდი გახსოვდეს ემოციისგან, ვილკინსონმა ინგლისს ვებ ელისის თასი აჩუქა, დააბრუნა იქ სადაც შეიქმნა.
ყველაფერი კი ამ მომენტამდე 5 წლით ადრე, სამხრეთ ნახევარსფეროში გავლილ ჯოჯოხეთში დაიწყო, რომ არა ის კოშმარი, არც ეს იქნებოდა.
ჯონი ვილკინსონი ინგლისის ნაკრებში 2011 წლამდე თამაშობდა, 91 კეპი ინგლისში, 1179 ქულა, 4 გზის ექვსი ერის, ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული უამრავი რეკორდითა და პირადი ტიტულით – ლეგენდამ 13 დეკემბერს სანაკრებო კარიერა დაასრულა
