2022 წელი მიილია და სარაგბო სამყაროც სიახლეების მოლოდინშია. 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც ძალიან ბევრ რამეზე მოახდენს გავლენას.მიმდინარე წლის პატარა შეჯამება მკითხველისთვის საინტერესო იქნება და მომავალი წლისთვის მცირედი წარმოდგენაც შეგექმნებათ.
მოულოდნელი არ იქნება თუ გაიგებთ, რომ წლის ბოლოს რეიტინგის სათავეში ირლანდიაა. „სამყურები“ რეიტინგს 90.63 ქულით ლიდერობენ და ზღაპრულ სვლას აგრძელებენ. ირლანდიელებმა წელს შეუძლებელი შეძლეს და სამი მატჩის ჯამში სტუმრად ახალი ზელანდია 2-1 დაამარცხეს.
რეიტინგის მე-2 პოზიციას, ასევე 6 ერის ბინადარი საფრანგეთი იკავებს, რომელთაც ე.წ. „ოქროს ხანა“ უდგათ და მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელსაც შინ მასპინძლობენ. “მამლებმა“ 2022 წლის 6 ერი გრანდ სლემით მოიგეს და ყველა მეტოქე უშანსოთ დატოვეს, ამ ყველაფერს შესანიშნავი ნოემბრის ტესტებიც მიაყოლეს და საბოლოოთ რეიტინგის მეორე პოზიციაზე აღმოჩნდნენ 90.01 ქულით.
რეიტინგის მე-3 და მე-4 პოზიციას სამხრეთის ბინადრები : ახალი ზელანდია ( 88.98) და სამხრეთ აფრიკა (88.97) იკავებენ. 2021 წელს ორივე სამხრეთული გუნდი პირველ ადგილზე ენაცვლებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ მათ ახლა მე-3, მე-4 პოზიციების გაყოფა უწევთ. მომდენო წელი ორივე ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი იქნება. სამხრეთ აფრიკას მსოფლიო თასის დაცვა მოუწევთ, ხოლო „ოლ ბლექსს“ ოდნავ შელახული რეპუტაციის დაბრუნება სწადიათ.
2022 წელი მთლად წარმატებული ვერ გამოდგა ინგლისისთვის და მსოფლიო რეიტინგში მე-5 ადგილზე არიან 83.66 ქულით. ედი ჯონსის გუნდი დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა, 6 ერი მე-3 ადგილზე დაასრულეს 3 მარცხითა და 2 გამარჯვებით. ინგლისმა ივლისის ტესტებზე ავსტრალია დაამარცხეს 2-1, რასაც არც თუ ისე კარგი ნოემბერი მიაყოლეს, რასაც საბოლოოდ მთავარი მწვრთნელი შეეწინა მსოფლიო ჩემპიონატამდე 10 თვით ადრე.
რეიტინგის მე-6 ნომერი ავსტრალიაა 81.80 ქულით, რომელსაც არადამაჯერებელი სეზონი ჰქონდა და სრულიად ლოგიკურად არიან დაქვეითებულები. ივლისს ტესტები შინ დათმეს ინგლისთან და ვერც ნოემბრის ტესტებზე გამოიჩინეს თავი.
მე-7 ადგილს გრეგორ თაუნსენდის გაწვრთნილი შოტლანდია იკავებს 81.55 ქულით, რომელთა პროგრესიც წლიდან წლამდე იკვეთება. მიმდინარე წელს სკოტებმა 6 ერზე ინგლისი დაამარცხეს და კალკუტას თავის მოიპოვეს. ივლისის ტესტები არგენტინასან 2-1 დათმეს, თუმცა ნოემბრის ტესტებზე აუღეს შესანიშნავი რევანში, რასაც ფიჯიც მიაყოლეს. ახლოს იყვნენ ზელანდიის დამარცხებასთანაც, მაგრამ გამძლეობის ტესტი ვერ ჩააბარეს და ბოლო 20 წუთში დამარცხდნენ.
მსოფლიოს მე-8 ქვეყანა ჩეიკას გაწვრთნილი არგენტინაა, რომელთაც დასამახსოვრებელი სეზონი ქონდათ. 4 ერის ეგიდით ახალი ზელანდიის დამარცხება მოახერხეს, რაც ერთგვარი შოკი იყო სარაგბო სამყაროსთვის. ჩეიკას ბიჭებმა ნოემბრის ტესტებზე თვიქენჰემზე ინგლისიც მიაყოლეს და საბოლოოდ მე-8 ადგილს დასჯერდნენ 80.72 ქულით.
მე-9 ადგილზე უელსია 78.09 ქულით, რომელთაც მართლა საშინელი სეზონი ქონდათ. 6 ერი ერთადერთი გამარჯვებით დაასრულეს შოტლნადიის წინააღმდეგ და მე-5 ადგილი დაიკავეს. მოუგებელი სერია დაამთავრეს მათ წინააღმდეგ იტალიელებმა, რომელთაც ბოლო წუთზე მოახერხეს გამარჯვების მოპოვება ფრინსიფალითიზე.
ათეულს მზის ქვეყანა ხურავს 77.39 ქულით. იაპონელები ისეთი მრისხანეები აღარ არიან ტიერ 1 ქვეყნების წინააღმდეგ, როგორც გასულ წლებში, მაგრამ რეპუტაციას მაინც ინარჩუნებენ. წინა მსოფლიოზე ნაჩვენები შედეგი მათთვის რა თქმა უნდა საამაყო და ამ შედეგის განმეორებას კვლავ შეეცდებიან
მე-11 ადგილს სამოა იკავებს 76.03 ქულით. კუნძულელებს კარგი სეზონი გამოუვიდათ ნოემბრის ტესტები 2 გამარჯვებით დაასრულეს, პლიუს ოკეანეთის ტურნირიც მოიგეს და დამსახურებულად იკავებენ აღნიშნულ პოზიციას.
მე-12 ადგილს იტალია იკავებს75.95 ქულით, რომელთაც მშვენიერი სეზონი გამოუვიდათ. წაგებათა სერია შეწყვიტეს უელსის წინააღმდეგ გასვლაზე, უელსს ნოემბრის ტესტებზე ბევრად დიდი სენსაცია მიაყოლეს ავსტრალიის დამარცხებით და წელი მე-12 ადგილზე დაასრულეს.
მსოფლიო რეიტინგის მე-13 ნომერი საქართველოა 75.19 ქულით. ბორჯღალოსნებმა ძალიან დამაჯერებელი სეზონი ჩაატარეს, ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა ბიჭებმა ტიერ 1 დონის ორი გუნდი დაამარცხეს და სარაგბო სამყაროში დიდი აურზაური შექმნეს. ივლისის ტესტებზე შინ ბათუმი დაამარცხა, რასაც ნოემბრის ტესტებზე უელსიც მიაყოლა სტუმრად. ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის 2022 წლის ტურნირიც მარტივად მოიგეს და საბოლოოდ მე-13 ადგილზე აღმოჩნდენ.
რეიტინგის მე-14 და მე-15 პოზიციას კუნძულელები ფიჯი 74.84 ქულითა და ტონგა 71.21 ქულით იკავებენ.ოკეანეთის თასი ორივე ნაკრებს ჩაუვარდა და გამარჯვებული სამოა გახდა. მათი მთავარი პრობლემა ისევ დისციპლინაა, რითაც ფიჯიმ უამრავი მარცხი იწვნია ტიერ 1- ის ნაკრებებთან. ორივე ნაკრები მსოფლიო თასზე იასპარეზებენ. , ტონგა B ჯგუფში, ხოლო ფიჯი C ჯგუფში, რომელიც თითქმის ანალოგიურია 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა.
მე-16 ადგილს ესპანეთი იკავებს 67.17 ქულით. ესპანელებს შესანიშნავი სეზონი გამოსდიოდათ, რომ არა მათი დიდი შეცდომა, რის გამოც მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩნენ და რადიკალურად შეიცვალა მათი წარმატებული სვლა. რაგბი ევროპის ჩემპიონატი მე-2 ადგილზე დაასრულეს და ნოემბრის ტესტებიც მშვენიერი გამოუვიდათ, მაგრამ როგორც ავღნიშნე ისინი მსფლიოზე ასპარეზობის გარეშე დარჩნენ.
მსოფლიო რეიტინგის მე-17 ქვეყანა ურუგვაია. სამხრეთ ამერიკის წარმომადგენელი კარგი სეზონით ვერ გამოირჩა, მაგრამ 2023 წლის მსოფლიო თასზე მაინც იასპარეზებენ, სადაც A ჯგუფში იასპარეზებენ და ძალიან რთული თამაშების ჩატარება მოუწევთ.
მე-18 ადგილს 65.97 ქულით პორტუგალია იკავებს, რომელიც ისტორიის მანძილზე პირველად იასპარეზებს მსოფლიო თასზე. საკვალიფიკაციო გათამაშების ფინალში ძალიან დაძაბულ თამაშში ამერიკა დაამარცხეს. პორტუგალიისთვის 2022 წელი ბევრი მოგებით არ გამოირცა, მაგრამ სეზონი მათთვის მაინც წარმატებულად ითვლება.
მე-19 ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს 65.92 ქულით. ისტორიაში პირველად ისინი მსოფლიო თასს მიღმა დარჩნენ და როგორც ავღნიშნე,მათ ფინალი დათმეს პორტუგალიასთან. ივლისის ტესტები ამერიკელებმა 2 გამარჯვებით და 1 მარცხით დაასრულეს.
ოცეულს რუმინეთი ხურავს 64.79 ქულით. რაგბი ევროპის ტურნირის წარმომადგენელი, რომ რეგრესის გზას ადგას ეს უცხო არავისთვისაა, მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე მსოფლიო თასზე მაინც მიიღებენ მონაწილეობას, სადაც B ჯგუფში იასპარეზებენ. 2022 წლის რაგბი ევროპის ტურნირზე რუმინეთმა მე-3 ადგილზე დაასრულეს, ხოლო ივლისისა და ნოემბრის ტესტებზე საერთო ჯამში 6 შეხვედრა გამართეს, საიდანაც 2 მოიგეს, 4 დათმეს.

